დულითლი ჰილდა
გაზიარება

ევრიდიკე (მთარგმნელი: ქარდა ქარდუხი) 

რად მოიხედე,
რომ ჯოჯოხეთი არ გამხდარიყო კვლავ უდაბური
ჩემი გაძურწვით?

რად მოიხედე,
რაღად შემავლე მზერა წამისად?

რად გამაბრუნე-
ვისაც შემეძლო მესეირნა ცოცხალ სულებთან
დედამიწაზე?
ვისაც შემეძლო თვლემა ცოცხალ ყვავილებს შორის.

შენმა ამგვარმა ამპარტავნობამ,
და ულმობლობამ
გამხვეწა უკან,
სადაც დამპალი სირსველები იღვენთებიან,
მკვდარ ნაცარებთან, დახავსებულ იფანებს შორის.

სახეზე რაღად გადამესახა
შენი სახიდან მომწყდარი შუქი
და შენი მზერა?

რაღა შენიშნე ჩემს სახეზე-
შუქი, შენივე სახის აჩრდილი,
ცეცხლი, შენივე საკუთარი არსებობისა?

??????