ეხინი კრისტინა
გაზიარება

* * * უზარმაზარ თვითმფრინავს (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი) 

უზარმაზარ თვითმფრინავს
«ბოინგი 757»-ს
შეუყვარდა წერო
ო როგორ უნდოდა
გადაეფრინა იმ ჭაობის თავზე
სადაც მუხის კუნძზე
იდგა წერო
ასეთი მოხდენილი
თხელი და გრძელი ფეხებით
და გადმოკარკლული თვალებით
სხვადასხვა ფერის სიზმრებად შეღებილი ბუმბულით
რა იქნებოდა ენახა ეს ფრთები
ეს ნახევრად ღია ნისკარტი
ეჰ როგორ სურდა
უკან გაეშვა მოჩქარე მგზავრები
გადაედო ყველა საქმე
და გაექუსლა მისკენ
ებზრიალა ეთამაშა
ეცეკვა
ჭაობის თავზე
როგორ ითხოვდა მისი ოდნავ რუხი სხეული
ფრინველის ბუმბულის სითბოს
სიმშვიდეს მგრძნობიარე ფრთის ქვეშ
და ფერადოვან სიზმრებს

რომ მომხდარიყო ასე
ჩასჩურჩულებდა ჰეი წერო გაიღვიძე
შეხედე რამდენი ვარსკვლავია
მიმოფანტული ცაზე
იცი იქ მაღლა იგრძნობოდა მხოლოდ და მხოლოდ
საწვავის სითბო
და ცაში ფრენის უსასრულობა

??????