კენო რემონ
გაზიარება

* * * გავზომე უბედურება ნიჩბით (მთარგმნელი: გიორგი ეკიზაშვილი) 

გავზომე უბედურება ნიჩბით
შემდეგ პატარა კოვზით
ჩამჩაც ვიხმარე
ქაფქირიც (სასაცილოა, არა?)

გავაძევე უბედურება ნიჩბით
ცოცხით შემდეგ ჩვრით
ვცადე მტვერსასრუტი
დაბოლოს უბრალო მარაო
წარმოვიდგინე უამრავი რამ
ვიცხოვრე როგორც შევძელი
და ახლა ჩემს ასაკში
ვზომავ უბედურებას ჩემი საკუთარი საზომით.

??????