კუზნეცოვა ინგა
გაზიარება

* * * და აი მესიზმრა (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი) 

და აი მესიზმრა: გული არ მაწუხებს
არც არის ის უკვე გული
ციდა ხომალდია პატარა ქოხია
ორსახა ტყის ხმათა გუნდში
ის თეთრი ქაფია დამფრთხალი ჭურჭლის და
ის არის სხმარტალა თევზი
მდინარე-ლენტაა გრძელი და მთრთოლვარე
ჯადო და
ჩამქრალი ტვინი

და აი მესიზმრა: რომ შენ ხარ ამქვეყნად
სულ ყველას ნათქვამი "შენ"
არაა ენაში არც "ქალი" არც "კაცი"
მით უფრო
არ არის "მე"
რომ სხვა რეალობა ფარდაა მხოლოდ და
კაბიდან გავდივარ ვით შავი ხვრელიდან
და ირგვლივ ყველგან ხარ შენ
რომ უკიდეგანო ველი ხარ და თურმე
წიგნიც ხარ ასევე შენ

და აი მესიზმრა რომ გული შუქია
თვალისმომჭრელი და ალხი
სასოწარკვეთამდე გლუვი და
რომ ყველას შეუნდეს და ჩემი ხალხი
არის ერთმორწმუნე
ნათელი და თეთრი სისხლით ნათესავი მკვიდრი
და რომ ჩვენთანაა სიკვდილიც და მხოლოდ
არ არის ძრწოლა და შიში

??????