ლასკერ-შიულერი ელზე
გაზიარება

დედა (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი) 

ყველაზე თეთრი ვარსკვლავი მღერის
მკვდართა სიმღერას ივლისის ღამით,
სიკვდილის ზარის ხმა ჩამოისმის
ვარსკვლავიდან ივლისის ღამით,
რომ ეფერება სახურავს სახლის,
ნესტიან-გრილი
ხელია ღრუბლის თითებით ჩრდილის:
......ეძებს დედაჩემს.

და ჩემი სიცოცხლის ვიგრძენი სიშიშვლე,
რაც დედის ქვეყანას ტოტივით ჩამოტყდა,
არც როდის ყოფილა ესოდენ ღატაკი,
მხოლოდ დროის ხელში და დროის ამარა,
თითქოს ვირხეოდე თეთრი დღის გადაღმა,
გაბმული რუხ ქსელში მარტოობებისა, -
ორ დიდ ღამეს შორის, ბოლო რომ არა აქვს ......
ო, ღმერთო! ამოგძახის შორიდან
ჩემი ეს ბავშვური, ველური ვაება!
დედა შინ წავიდა: მომიკვდა.

??????