ლასკერ-შიულერი ელზე
გაზიარება

ვიცი (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი) 

ვიცი, რომ მალე აღარ ვიქნები,
უკვე ყველა ხე ანთია ირგვლივ,
დიდი ხნის ნანატრ ივლისის კოცნის

შემდეგ დაბერდნენ ჩემი სიზმრები.
უფრო მწუხარე ბოლო არ იცის
ჩემი ლექსების არცერთმა წიგნმა.

შენ წყვეტ ყვავილს და მომიძღვნი სალამს,
მე იგი უკვე კვირტში მიყვარდა,
მაგრამ, ვიცი, რომ მოვკვდები მალე.

ჩემი სუნთქვაა უფლის მდინარეს
პეპელასავით რომ დაჰფარფატებს,
ო, რა ჩუმად ვდგამ ფეხს სამუდამო
სამშობლოს გზაზე...

??????