ღმერთს (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი)
მათი გუნება - ათასგვარი - მოედინება
და შუბლს მტკენს ჩემი ხნული - ნაოჭი,
ბნელად მშუქარი ეს დიადემა.
ჩემი საუფლო მდუმარებს ახლა.
არ აეღობე შენ ჩემს ბუნებას, -
უფალო, სად ხარ?
მსურს ვუყურადო, გული შენი როგორ შრიალებს,
ეგ უშორესი სიახლოვე შევიტკბო მინდა,
ოქროს ღველფივით რომ დინდება შენს ღრმა წიაღებს
და ათასწლოვან ნათლის გულიდან
წყარო ყოველი - ძველ-ახალი - გადმოჩქრიალებს.