ლასკერ-შიულერი ელზე
გაზიარება

შერიგება (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი) 

დიდვარსკვლავი კაბის კალთაში ჩამივარდება...
მოდი, ღამეს ღამე ვუთიოთ...

ვილოცოთ
არფის სიმებივით დამწყდარ ენებზე.

მოდი, ღამე შემოვირიგოთ,
რამდენი ღმერთი მოიღვრება ამ სიმაღლიდან!

ჩვენი გულები ბავშვებად დარჩნენ,
მინდობილად სურთ გაყუჩება...

ბაგენი ჩვენი უხმობენ ერთურთს,
რაღა გაშინებს?

განა ეს გული არ ერთვის შენსას?
და სისხლი შენი ჯერ ხომ ისევ მიღებავს ღაწვებს...

მოდი, ღამე შემოვირიგოთ...
ვიქცეთ გულებად - და სიკვდილი ვერ შემოგვწვდება.

დიდვარსკვლავი კაბის კალთაში ჩამივარდება...

??????