* * * ბიჭს არ უყვარდა დედამისი (მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე)
წავიდა ბიჭი ღამის გასათევად?
ჩვენ ველაპარაკებოდით მას როგორც არარაობას
და მან ისე გვიან გაიგო ყველაფერი.
უფროსები ომში წავიდნენ. თავის
გამოსაშვებ თხზულებაში მან დაწერა:
"ადამიანებსა და მხეცებს ახლა ევალებათ,
ერთობლივად იყურონ ომის სიბნელეში
და აუსტერლიცთან ჩამომდგარ ძველ ზაფხულში,
სადაც იშვიათად ხან ფუტკარი გაიზუზუნებს,
ხანაც პეპელა ჩამოჯდება მკვდარ ქუთუთოზე.
ისინი მუდამ ვალდებულნი არიან ახლა
ერთად უცქირონ გამურულ ცას აუშვიცემთან"
მოგვიანებით ის წავიდა ემიგრაციაში. რამდენიმე წლის
წინ კი სრულიად შემთხვევით გადავაწყდი.
ის, როგორც ყოველთვის, უჩიოდა უფულობას,
მარტოობას, უიღბლო ქორწინებას. გამომშვიდობებისას
ჩვენ დავპირდით ერთმანეთს - არ დავკარგულიყავით,
დაგვერეკა და ა. შ. თითოეული ჩვენგანი კი
მეორის ზურგსუკან
მდგომ ქალს უღიმოდა...