ლორენსი დეივიდ ჰერბერტ
გაზიარება

ინტიმური საუბრები 

რად არ გიყვარვარ? - შემომჩივლა თვალცრემლიანმა.
მე კი მას სარკე შევაჩეჩე და ვუთხარი:
გთხოვთ, მსგავსი კითხვებით მიმართოთ ცნობათა ბიუროს!
გთხოვთ, თხოვნები გადააგზავნოთ შესაბამის უწყებებში!
რაც შეეხება თქვენს ემოციებს
მათ აღმასრულებელი ორგანოები დაგიკმაყოფილებთ -
- და ხელში სარკე შევაჩეჩე,
რომელსაც ვიცი უთუოდ თავზე დამამტვრევდა,
მაგრამ უეცრად, საკუთარი ანარეკლი დაინახა და
აღტაცებული ორი წამით: თითქოს გაშეშდა.

მეც სწორედ ამ დროს გავიპარე.

??????