მასტერსი ედგარ ლი
გაზიარება

ემილი სფარქსი (მთარგმნელი: ქარდა ქარდუხი) 

სად არის ჩემი ყმაწვილი ბიჭი...
ამ დედამიწის რომელ მხარეს გაუჩინარდა?
ბიჭი, სკოლაში ვინც მიყვარდა ყველაზე მეტად?
მასწავლებელი შინაბერას უბიწო გულით,
ვინც შვილებივით შევიყვარე ყველა მოსწავლე,
ხომ არ ვცდებოდი, ნეტავ, ამ ბიჭში,
მგზნებარე სულის რომ მეგონა,
სიცოცხლით სავსე და ყოველთვის მიზანსწრაფული?
ო, ჩემო ბიჭო! ჩემო ჭაბუკო!
შენთვის ლოცვებით ვათენებდი წყვდიად ღამეებს.
ნეტავ თუ გახსოვს ჩემი ბარათი
ქრისტესმიერი სიყვარულის მშვენებით სავსე?
თუმცა იცოდე: წაგიკითხავს შენ ის თუ არა,
ჩემო ჭაბუკო,
სადაც არ უნდა იყო ამქვეყნად,
მხოლოდღა შენი სულისთვის ვსუნთქავ!
რადგან ყოველი თიხა და მტვერი,
რადგან ყოველი ნაწიბური შენი სხეულის
წარმოშობს ნათელს ცეცხლის ალისას,
მარტოდენ ნათელს და სხვას არაფერს...
ნათელს მარტოდენ!

??????