მაჩადო ანტონიო
გაზიარება

* * * მოედანზე თეთრი კოშკი (მთარგმნელი: დავით წერედიანი) 

მოედანზე თეთრი კოშკი,
კოშკი, თეთრი აივნითა
აივანზე თეთრი ქალი,
ქალი თეთრი ყვავილითა.
ჩაიარა კაბალიერომ
გზა იყო და, ჩაივლიდა,
თან წაიღო თეთრი კოშკი,
კოშკი, თეთრი აივნითა,
წაიყვანა თეთრი ქალიც
ქალი, თეთრი ყვავილითა....

??????