მონტალე ეუჯინიო
გაზიარება

შავი კალმახი (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე) 

საღამოობით
მდინარის პირას
წელში მოხრილი ლანდები ჩანან
ღვთისმეტყველების დოქტორებისა...
კალმახმა კი დაყნოსა ჭიაყელა
და - ნახვამდის!
მისმა ანტრაციტულმა ელვარებამ
მე გამახსენა შენი თმები
(ტანს რომ იბანდი მდინარეში, მაშინ),
მან გამახსენა შენი ღრმა ამოოხვრა
კანტორის ჯურღმულში, თაღებქვეშ,
სადაც შენ ზიხარ
დილიდან დაღამებამდე.

??????