პასტერნაკი ბორის
გაზიარება

ჰამლეტი (მთარგმნელი: ირაკლი სურგულაძე) 

ხმაური შეწყდა. მე სცენაზე ვარ.
კარებთან კედელს მივაყრდენ მხარი.
ყურს ვუგდება ექოს შორით ნაწყევარს,
ჩემს მომავლად რომ დათქმული არის.

მომჩერებია ბნელეთის ხაოს
ღერძზე მჭვრეტავი თვალი ათასი,
შენ გევედრები აბბა მამაო,
შროს ჩაატარე ჩემგან ეს თასი.

მე მიყვარს შენი უტეხი ნება
და კისრად ვიღებ ამ როლის თამაშს,
მაგრამ ამჯერად გთხოვ მოტევებას,
დღეს სულ სხვაგვარი იდგმება დრამა.

უკვე გადაწყდა აქტთა მსვლელობა,
გარდუვალია გზის ბოლოც, მჯერა.
ირგვლივ თარეშობს ფარისევლობა.
ველს გადაირბენ, ცხორებას - ვერა.


1949

??????