Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

პეტრარკა ფრანჩესკო
გაზიარება

* * * ცეცხლად და კვამლად სახეცვლილი - ყინულის ტბა ვარ (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი) 

ცეცხლად და კვამლად სახეცვლილი - ყინულის ტბა ვარ,
აღვენთები და, დანაცრული, პირქვე ვეცემი,
ისევ ვდგები და გადარჩენას ღმერთს ვეხვეწები,
თუმც სახლის ნაცვლად, რახანია, ნასახლარს ვგავარ.

გამტანჯა დროსთან პაექრობამ, სიკვდილთან დავამ,
ღამეები კი, ღამეები - შავი მხეცები -
ტკივილს ტკივილზე მისართებენ გაათკეცებით
და უგზო-უკვლოდ მიმაქცევენ ტრამალ და ტრამალ...

თუმც სიყვარული - მაინც მჯერა - თანადგომისთვის
გამიხსენებს და მეგზურივით სადმე მომიცდის,
რომ ცურვით დაღლილს შემაშველოს შრიალი აფრის.

ნუ შფოთავ, სულო, გირჩევნია ჩრდილში დავანდე,
როს ყოველივე - სათავიდან შესართავამდე -
ემორჩილება ბედისწერის უცნაურ კაპრიზს...

??????