პრიგოვი დიმიტრი
გაზიარება

* * * ნუ, ძამიკო დემოკრატო (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი) 

ნუ, ძამიკო დემოკრატო -
ვდემოკრატიზირდებით?
ა, ავურიე, შენ არისტოკრატი ხარ -
რას ვშვებით, ვარისტოკრატიზირდებით?
თქვენგან რაღაც ერთნაირად მყრალი სუნი იძვრის,
პერანგებს რა, არ იცვლით?
ისე, აჯობებს, თუკი აქ არ ივლით,
კაცმა რომ თქვას, რა დაგრჩენიათ?
თქვენთვის ხომ ერთმანეთს შორის
ყველა საკითხი იოლი გასარჩევია.

??????