სტრანდი მარკ
გაზიარება

ბაღი (მთარგმნელი: ზვიად რატიანი) 

რობერტ პენ უორენს

ის ბრწყინავს ბაღში,
წაბლის ხეების თეთრ ფოთლებში,
მამაჩემის ქუდის კიდეზე,
როცა იგი მიუყვება მოხრეშილ ბილიკს.

დროის მიღმა გარჩენილ ბაღში
ზის დედაჩემი წითელ მერხზე;
სინათლითაა გაჟღენთილი
ცაც, მისი კაბის ნაკეცებიც
და მის უკან გახლართული ვარდის ბუჩქებიც.

და როდესაც მამა იხრება,
რათა ყურში ჩასჩურჩულოს,
როცა წამოდგნენ და წავიდნენ
და მერცხლებიც აიშალნენ,
როცა მთვარე და ვარსკვლავებიც
უკვე გაქრნენ, ის ისევ ბრწყინავს.

ახლაც კი, როცა ამ ფურცელზე გადმოხრილხარ,
გვიან და მარტო, ისევ ბრწყინავს; დიახ, ახლაც კი,
წამით ადრე, ვიდრე გაქრება.

??????