უოლკოტი დერეკ
გაზიარება

არქიპელაგი (მთარგმნელი: ზვიად რატიანი) 

ამ წინადადების ბოლოს იწყება წვიმა.
წვიმაში ჩნდება იალქანი.

იალქანი თანდათან ქრება კუნძულების თვალთახედვიდან.
ბურუსში შედის რწმენა, რომ სადღაც
ისევ არსებობს ის ნაპირი.

ათწლიანი ომი დასრულდა.
რუხი ღრუბელი, ელენეს თმა.
ტროა, ნაცრის თეთრი სვეტი
წვიმიან ზღვაში.

წვიმა, ცერად დაჭიმული სიმები არფის.
ერთერთს დასწვდება ალალბედზე უსინათლო მამაკაცი -
გაიჟღერებს ოდისეის პირველი ბწკარი.

??????