ახალ მთვარეს (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)
შემდგომ ამისა,
გაბედულად და გამიზნულად
და ზუსტად იმ დღეს,
იმ წუთს,
როცა იყო საჭირო,
მარად ელვარე ვარსკვლავები დაანთო ცაზე.
გავიდა ხანი...
მილიარდი გავიდა წელი...
და ღმერთის მსგავსად
ადამიანმა,
ოქტომბრის ღამის კრიალა ცაზე,
ააჩირაღდნა
სულ სხვა ვარსკვლავი -
სწორედ ისეთი, რომ ელვარებდა
ცის თაღზე
ქვეყნის გაჩენის დღიდან
და...
"ამინ!" ეს თქვა ადამიანმა.