ცვეტაევა მარინა
გაზიარება

* * * მე არ ვცეკვავ 

მე არ ვცეკვავ, - ჩემდა უნებურად
დაიტალღა ვარდისფერი კაბა.
მაგრამ უცბად მოტყუებით ვიჭერ
ორი ხელით - ქარს და მაგრად ვაბამ.

ჩუმადაა, ონავარი - ოდნავ
თრთის მუხლებთან. - სადღა წავა, აბა!
ნეტავ შევძლო, რომ მოვთოკო ჟინიც,
როგორც ქარით მოფრიალე კაბა!

??????