ცვეტაევა მარინა
გაზიარება

გამვლელი (მთარგმნელი: ვასილ გულეური) 

მზერას ძირს მიაპყრობ, გზაზე
მიდიხარ, რაღაცით მგევხარ.
თვალებს მეც ძირს ვხრიდი - ასე!
გამვლელო, შეჩერდი ერთხანს!

ბაიას, ყაყაჩოს ერთად
რომ კონავ - შეავლე თვალი,
სახელად მარინა მერქვა,
რამდენი წლის ვიყავ, თვალე.

ნუ ფიქრობ - სამარის პირად
მუქარით წამოვდგე ლამის...
მიყვარდა სიცილი ხშირად,
როცა დრო არ იყო ამის!

ღაწვები ალისფრად მენთო,
გრუზა თმით თითქოსდა მგევხარ...
მეც ვიყავ გამვლელი ერთ დროს!
გამვლელო, შეჩერდი ერთხანს!

მოწყვიტე, ვიდრემდე წახვალ
ეს კენკრა, წითელი ღაწვზე, -
ამქვეყნად ვერაფერს ნახავ
უტკბილესს საფლავის მარწყვზე.

ოღონდაც, პირქუშად ნუ ხარ,
დაბლა ნუ დაღუნავ კისერს,
მცირე ხნით თუ ჩემზე სწუხარ,
მალე დამივიწყე ისევ.

მზის სხივი გადგია თავზე!..
თითქოსდა ოქროს ფუნჯს გისმევს...
- და ნუ შეგაშფოთებს ასე,
ჩემს ხმას რომ მიწიდან ისმენ.

??????