* * * მე ყოველ დილით მივდივარ ბაღში (მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი)
და თან მიმყვება ამალა დარდის.
კვირტივით ვიგლეჯ თმენის საყელოს,
მოუთმენლობის ცრემლები დამდის.
ვუხმობ და ვიკრებ სათუო ფიქრებს,
რამე ამბავი მამცნობოს იქნებ
მიწიდან ახლად ამოსულ ვარდმა -
მიწაში ახლად ჩასული ვარდის.