ჰერბერტი ზბიგნევ
გაზიარება

* * * ლექსი არ იწერება (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე) 

ლექსი არ იწერება
ლექსი ამოითქმება

სიტყვა შიგნით იზრდება -
ფუვდება როგორც ცომი

(სულის საფუარისგან?..)

ზაფრანით შენელებულ ცომს
ქადის ცომს
ჭვავის ცომში გადაზელავენ

მერე მას შეექცევიან
ადამიანები
მხეცები

ყოველი სიტყვა ყვირილად ამოიზრდება
მაგრამ ღამით ყვირილი არ იქნება

ამიტომაც ჩუმად ჩუმად
ამოვთქვი ლექსები.

??????