ჰერბერტი ზბიგნევ
გაზიარება

პატარა ქალაქი (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე) 

დღისით ხილი და ზღვა. ღამით - ვარსკვლავები და ისევ ზღვა. დი-ფიორის ქუჩა ხალისიან საღებავთა გამოფენაა თითქო.
შუადღეა. მზე სხივთა ჯოხს მწვანე დარაბებს უკაკუნებს. დაფნების ტევრში სახედრები ჩრდილის საგალობელს მღერიან. სწორედ ამ დროს, არ ვიცი რატომ, სიყვარულის გამჟღავნება მოვინდომე. ზღვა კი ნებიერად გაწოლილი თვლემს ქალაქის ძირში, რომელიც ლეღვით მოვაჭრე გოგოს მკერდივით არის ამობურცული.

??????