"სტალინი" (ანუ ქალაქის) ბიჭები და ზღვა
ნოდარმა ხელი მოდუნებით გაიქნია, მერე მეორე გვერდზე გადაბრუნდა და ძილი განაგრძო. ბუზები ახლა მხარზე დაასხდნენ. “მაგათი მომგონი რა ვთქვი”, დაიწყო ბუზღუნი, საწოლზე წამოჯდა და ფანჯარაში გაიხედა. შორს, ზღვაში გემი იდგა. “ნეტა რა გემია, ახლა ზედ ვიყო, ბუზები მაინც არ შემაწუხებდნენ.”
- ადექი, ბიჭო, - ახლა თავის ამხანაგს გადმოსწვდა, რომელიც იწვა და ტანზე ბუზების თარეშს ვერა გრძნობდა.
- რა გინდა? - ბრაზით გამოეხმაურა ლევანი, ზეწარი თავზე გადაიხურა და ძილი განაგრძო.
- ოჰ, რა ძილის გუდა ხარ, ადექი, ბიჭო! - ნოდარმა საათს დახედა, - უკვე თერთმეტი დაიწყო, ხალხი დილის ბანაობას ამთავრებს, ჩვენ კი არც ავმდგარვართ.
- მერე რა? - თქვა ლეომ და საწოლზე წამოჯდა. - თუმცა რაღა რა, მართლადა არ ვარგა ამდენი ძილი.
- აბა რა, - უცებ დაეთანხმა ნოდარი.
- ნოდარ, - დაიწყო ლევანმა, - განა ბედნიერები არ არიან მეზღვაურები, გაიხედე, ზღვაში.
- ჰო, მეც მაგასა ვფიქრობდი.
- ნოდარ, მომწყინდა ამდენი ძილი და ბუზებთან ომი.
- აბა რა იქნება, ჩემზე გვიანაც კი იღვიძებ.
- სწორია.
ნოდარი ადგა, შიშველ ფეხზე წაღები ჩამოიცვა და გარეთ გავიდა. ლევანმა თვალი გააყოლა, შემდეგ მზერა მის საწოლზე გადაიტანა. ორივე ზეწარი ერთ კუთხეში ეყარა, დიდი წითელი ლეიბი შიშვლადა ჩანდა. “არასოდეს არ გაასწორებს”, წაიბუზღუნა თავისთვის და თვითონ დაიწყო ამხანაგის საწოლის გასწორება.
- ლევან, - დაიძახა ნოდარმა გარედან და სწრაფად შემოვარდა ოთახში, არც მოუხედავს, ისე დაეშვა გასწორებულ საწოლზე. ლევანმა უკმაყოფილო სახე მიიღო.
- ლევან, რამდენი წლისა ხარ?
- მე?
- ჰო.
- ოცდახუთის.
- კარგი რამეცა ხარ.
- რადა?
- იმიტომ, ჰო, აი, მე ოცდაექვსისა ვხდები.
- მერე? - ლევანმა გაკვირვებით შეხედა ამხანაგს.
- ახლა ველაპარაკე ჩვენი დიასახლისის ბიჭს, მითხრა, ნავს, თუ გინდა, ორი დღით გათხოვებთო.
- მართლა? - თვალები გაუბრწყინდა ლევანს.
- ჰო, მართლა, ბიჭო, წავიდეთ გაგრაში, სულ სამოცი კილომეტრია ზღვით, ნამდვილად ვიცი, დილით ადრე რო გავიდეთ, სადილობისას თუ არა, ღამე მაინც იქ ვიქნებით.
- ვაჰ, ეგ რა კარგი მოიფიქრე, პლიაჟზე ჩავივლით ნავით, ვითომ არაფერი, თანაც აქედანვე ზღვაში შორს შევიდეთ, ისე, რომ ნაპირი არა ჩანდეს. მერე როგორ მიყვარს ტალღებთან თამაში.
- მეც, - აიტაცა სიტყვა ნოდარმა, - მთელი ორი დღე, შეიძლება სამი-ოთხიც, ნავი ჩვენი იქნება, “დაჯექი და იცურავე”.
- “გადაგიშლი ამ ჩემს მკლავებს”, - პირველი უთხრა ნოდარმა - “მოდექი და, იცუ-რა-ვე.”
- ასე, გადაწყდა: ხვალე დილას ოთხ საათზე მივდივართ, ახლა კი წამო, ვისაუზმოთ. მართლა, - ლევანმა ხელები თავზე შემოირტყა. - ვალია და ნადია წავიყვანოთ, ჩვენი გოგოები, ოჰ, რა კარგი იქნება.
ბიჭები სიხარულით გამოვარდნენ.
- ბუხუტ! - გასძახა ნოდარმა დიასახლისის შვილს, - მოკლედ, შენი ნავი თავისი ნიჩბებით, არ დაგავიწყდეს ანკესებიც. აი, იმ ყურეში იდგება. ჩვენ კი წავალთ საგზალზე.
ბუხუტიმ დაცინვით გააყოლა თვალი ბიჭებს. “კარგი მოსული ვაჟკაცები კი არიან, შარშან ლევანმა სამ აფხაზს სცემა, მაგრამ ზღვა სხვაა, - წავალ, გავუმზადებ, გაიხალისონ” - ფიქრობდა თავისთვის.
- ნადია! - დაიძახა საცურაოზე გასულმა ნოდარმა.
- ვალია! - დაიყვირა ლევანმა.
ორი გოგო სწრაფად წამოდგა ქვიშიდან და მათკენ წამოვიდნენ ღიმილით.
- Опять проспали, -კისკისით დაიძახა შორიდანვე ნადიამ.
- მოდი აქ, რა დროს ეგ არის, ერთი სიტყვით, მოემზადეთ, საგზალი, ქოლგები, წყალი. მორჩა.
- რაშია საქმე? - იკითხა ვალიამ.
- ხვალე გავდივართ ზღვაში, დილის ოთხ საათზე.
- დილის ოთხ საათზე, - გაიმეორა ლევანმა.
- სად, როგორ? - ერთად იკითხეს გოგოებმა.
- ახალი მარშრუტით, ნავი “ბუხუტით”, “ახალი ათონი - გაგრა”, არ გაგიგიათ, - ნოდარმა გოგოს ლოყაზე უჩქმიტა, - დღეს მოველაპარაკე დიასახლისის ბიჭს. აი, იმ ყურეს ხომ ხედავთ ჩვენი სახლის ქვევით? ზუსტად დილის ოთხ საათზე იქ იქნებით, თორემ გემი გავა.
- არის, არის! - სიხარულის ყიჟინა დასცხეს გოგოებმა, მერე ნადიამ დაიწყო:
- О голубка моя,
- Парус я твой найду на дне морском.
- ახლა საქმეზე. - თქვა ნოდარმა.
- მართლა, კაპიტანი ვინ არის? - იკითხა ვალიამ.
ნოდარმა მიმოიხედა.
- ნოდარი, - თქვა ლევანმა.
- იყოს, ვაშა ჩვენს კაპიტანს!
- მე ხვალ ჩვენი დიასახლისის ქმრის ქუდს მოვუტან. - თქვა ნადიამ.
- მე ჩიბუხს, - თქვა ვალიამ.
გოგოებმა ერთმანეთს შეხედეს და სიცილი წასკდათ.
- პირდაპირ თვრამეტ-ცხრამეტი წლის ბავშვებივით ვიქცევით.
- თვრამეტ-ცხრამეტი წლის რაღა ბავშვია.
- ჩვენთან შედარებით.
- ბავშვები რა შუაშია, აბა შეცურონ ზღვაში. - თქვა წყენით ნოდარმა.
- ერთის სიტყვით, მოვილაპარაკეთ.
- ასე, ასე.
ის დღე მზადებაში გავიდა.
ცამ ოდნავ დაკარგა ფერი. ლევანს მშვიდად ეძინა თავის საწოლში, ნოდარს ზეწარი ჰქონდა გადახდილი და მოუსვენრად ტრიალებდა.
- ბიჭებო, - დაბალი ხმით დაიძახა ფანჯრიდან ბუხუტიმ.
ბიჭები ტკბილ ძილს განაგრძნობდნენ.
- ბიჭებო, - ხმას აუწია მან, მერე ოთახში შევიდა და ნოდარს მხარზე ხელი დაადო. ნოდარმა თვალები გაახილა, შემდეგ უცებ წამოხტა და ლევანს ეძგერა.
- ლევან, ხუთის ნახევარი ხდება.
- ერთი შენი, - დააპირა ბუზღუნი ლევანმა, მაგრამ ნავი მოაგონდა, წამოხტა და გარეთ გაიხედა.
ყურეში ნავი ქანაობდა, ხოლო ქვიშიან ნაპირას გოგოები ისხდნენ.
- ბიჭო, სირცხვილი, იმათ მოუსწრიათ.
- ჩქარა.
ორივენი გამოცოცხლდნენ, გაქანებულები შევარდნენ ზღვაში, ცოტა გაცურეს, მერეღა მიესალმნენ გოგოებს, რომლებიც სიამოვნებით ადევნებდნენ თვალყურს. ყველანი ჩასხდნენ ნავში. ბუხუტი უკანასკნელ რჩევას აძლევდა მათ, ბოლოს გზა დაულოცა და ნავს ხელი ჰკრა.
ნიჩბებს ლევანი მიუჯდა, დაკუნთული მკლავები დაეძაბა, სამი-ოთხი მოსმის მერე ნაპირს ოცი-ოცდაათი ნაბიჯით მოსცილდნენ.
- მოიტა, ახლა მე დავჯდები ნიჩბებთან, - ვეღარ ითმენდა ნოდარი.
- შენ კაპიტანი ხარ.
- მართლაც, - აკისკისდა ნადია“ - რო იცოდე, როგორ გიხდება ეგ ქუდი.
- ჰო, კინაღამ არ დამავიწყდა, აჰა ყალიონი, მახორკაც, - ვალიამ ჩანთა გახსნა და ჩიბუხი გაუწოდა ქისასთან ერთად.
- ნადია, შენც უკან გადმოდი, ჯობია, ნავს ცხვირი მაღლა ჰქონდეს, უფრო სწრაფად წავალთ.
- მომეცი ხელი, ნოდარ, ლევან, ერთის წამით შეაჩერე მოსმა.
- ასე. უჰ, კინაღამ გადავატრიალე.
- ისხედით წყნარად, ახლა დაინახავთ ზღვაზე მზის ამოსვლას.
შორს ჰორიზონტი შევარდისფერდა, მერე ზღვა ზოლებად დაიყო, კიდევ დაიყო, ახლა უფრო წვრილ, წითელ, ვარდისფერ, ლურჯ, რუხ ზოლებად და სადღაც შორს, არა, ახლო, გაურკვეველ მანძილზე მზემ თავი ამოყო, ახლა მთელი ჰორიზონტი გაწითლდა. ლევანი ძალას არ ზოგავდა, თან აღფრთოვანებით უყურებდა მზეს.
- ხედავთ, თვალებს არ ჭრის, შეგიძლიათ, უყუროთ, - თქვა ვალიამ.
უცებ ყველამ დახარა თვალები. მზის მთლიანი დისკო ამოცურდა.
- აგერ ჩვენი სახლი, - დაიძახა ლევანმა. ნავი ნელ-ნელა შორდებოდა ნაპირს, მალე ნაპირზე ცალკეული საგნები აღარა ჩანდა. დიდხანსა დუმდნენ. ნავმა სვლას უკლო. დაუბერა სიომ და ტალღები ნაპირისკენ წამოიღო.
- ლევან, მოიტა, ბიჭო, ახლა მე მივუჯდები ნიჩბებს.
ლევანი ზლაზვნით წამოდგა. ნოდარის ადგილას დაჯდა. ნოდარმა გამალებით შეუტია ზღვას. “ნაპირს კარგა მანძილით მოვშორდით, ჯობია უკვე გვერდზე გავუხვიო, ასე, ახლა გავრეკავ”. მალე ტანზე ოფლი გამოუვიდა. ნავის ბოლოში ლევანი გოგოებს უღიმოდა, თან ნიჩბის მოსმისას დაწყლულებულ ხელებს უჩვენებდა.
- ცოტა ხნის მერე მაგისი თათებიც ნახეთ, როგორ დაუბებრდეს.
- ჩვენ მოვუსვამთ რა, მერე? - თქვეს გოგოებმა.
- რას ამბობთ, სად გაგონილა.
- ძალიანა გთხოვთ, რა?
- ვნახოთ, - დაასკვნა ლევანმა, თან ახლად ამოფუთქული წყლულები შეათვალიერა, - კარგი, დაგსვამთ სათითაოდ, ოღონდ ფრთხილად, ხელები არ დაგეწვათ.
- რა შორს შევედით, - გადაიკისკისა ნადიამ.
- როგორ დავიწვებით, რა კარგია, - სიცილით მიუჯდა ვალია ნიჩბებს.
- უყურეთ, რა ყოჩაღია!
- აბა, რა გეგონათ? - გაიპრანჭა ნადია.
მზემ დააჭირა, ბიჭებმა ხელზე ნაჭრები დაიხვიეს და ჯერ-ჯერით უსვამდნენ ნიჩბებს, ხან გოგოებსაც სვამდნენ. ბოლოს ორივენი ერთად მიუსხდნენ და მთელი ძალით მოუსვეს. მზე ზენიტს მიუახლოვდა, საშინლად დააჭირა, გოგოებმა ქოლგები მოიმარჯვეს. ბიჭები ოფლს იწურავდნენ. “ცხელა, ამის ყოფა, ვატირე,” ფიქრობდა ნოდარი. “მეწვის ხელები”, დაასკვნა ნოდარმა.
- არაფერია, ორი დღე, როგორც იქნება, გავუძლებ. - ხმამაღლა გაიმხნევა თავი ლევანმა.
- აბა, რა!
სუნთქვა სულ უფრო ჭირდა, მზე მთელი ძალით აჭერდა, ცაზე ღრუბლები ამოძრავდნენ, თითქმის მთელი ჰორიზონტი დაფარეს, ნიავი აღარ მოძრაობდა.
- მცხელა. - თქვა ნადიამ.
- ვიხუთებით. - დაუდასტურა ვალიამ.
- გავაჩეროთ და ვიცურაოთ, ახლა ერთ ორმოც-ორმოცდაათ კილომეტრს მაინც გავივლიდით, დილიდან არ დაგვისვენია.
ოთხივენი გადაეშვნენ ტალღებში. ბიჭებს მთელი დაღლა დაავიწყდათ. მოიღრუბლა. ისაუზმეს ნავში, შემდეგ ისევ განაგრძეს გზა. დაიწყო წვიმა.
ნიჩბების მოსმა გაადვილდა. ბიჭები ძალას არ ზოგავდნენ. შორს, წვიმის წვეთებში გამოჩნდა სათევზაო კარჭაპი, რომელიც პირდაპირ მათკენ მოდიოდა. გოგოებმა ყელსახვევი დაუქნიეს. მალე ნავები ერთმანეთს გაუსწორდნენ.
- გაგრა ახლოა, ძმობილო? - იკითხა ნოდარმა.
- არა, ასე სამოცი კილომეტრი იქნება დარჩენილი.
მთელ შემადგენლობას სახე შეეცვალა. ნავმა სვლას უკლო. გოგოები დუმდნენ. ბიჭები ათასნაირ გეგმის დალაგებას შეუდგნენ გულში, რომ უკან დასახევი გზა ენახათ, გოგოებთან და თავისთავთან გამართლებულიყვნენ. სიჩუმე ნოდარმა დაარღვია.
- რომელი საათია?
- სამი.
- ჰო, კარგი დრო გასულა. რამდენი დარჩა გაგრამდე?
- ორმოცი.
- რამდენი გამოვიარეთ ესე იგი?
- ოცი.
- ჰო.
ბიჭებმა მუდარით შეხედეს გოგოებს. ისინი კი ისხდნენ და მიამიტი სახით ზღვასა ჭვრეტდნენ. ნოდარს თითები ეწვოდა, ლევანს ზურგი უხურდა და თითოეული ნიჩბის მოსმა მთელ ტკივილად უჯდებოდა. მეთევზეთა მოტორიანმა კარჭაპმა ნავს შემოუარა, მერე ახალგაზრდა მეზღვაურმა თეთრი კბილები გამოაჩინა, თოკი გადაუგდო ბიჭებს და მთელი ხმით დაუყვირა: - დაიჭით და ნავის ცხვირს მოაბით, გაგრამდე ჩვენ მიგიყვანთ ბუქსირზე.
ლევანმა სასწრაფოდ მიამაგრა თოკი ნავის წვერზე, მერე გადაწვა და ღრმად ამოისუნთქა.
ნოდარი გოგოებს ელაპარაკებოდა, თან გულში თავსა ლანძღავდა, რომ ტყუილუბრალოდ ხელზე ამდენი წყლულები გაიჩინა. შემდეგ ხმამაღლა თქვა:
- კიდევ კარგი, ეს ნავი შეგვხვდა.
- აბა, აბა, - დაუდასტურეს გოგოებმა.
- რა გიხარიათ ნეტავი, გაგრიდან თავდაღმართი კი არ არის, - თქვა ლევანმა და დამწვარი ზურგი წვიმის წვრილ წვეთებს მიუშვირა.
ნოდარი ცუდ ხასიათზე დადგა:
- ეშმაკმა დალახვროს ასეთი დროს ტარება, გამოვედით რა ჩვენც მეზღვაურები, - მერე ხელები მლაშე წყალში ჩაყო.
- ლევან, ნოდარ, - დაიძახა ნადიამ, - აბა მოიგონეთ ჰემინგუეის “მოხუცი და ზღვა”.
- მერე?
- მერე და გამხნევდებით.
- ნეტავი შენ, მოგონებების ხასიათზე ხარ. - ლევანს ეძინებოდა.
- მოდი, ვჭამოთ რამე, - ნოდარი ჩანთის გახსნას შეუდგა.
1956 წელი. 11 აგვისტო. დილა.
შენიშვნები
არსებობს დათარიღებული და დასათაურებული მხოლოდ შავი ავტოგრაფი(1-19გვ.). თავფურცლად გამოყენებულია ბოლო თავისუფალი გვერდის ქვედა ნახევარი. თავფურცელზე წერია სათაური და თარიღი: „1956 წლის აგვისტო.” გვერდების ნუმერაცია ცალმხრივ შემოვლებული კუთხური ფრჩხილებითაა შემოხაზული. თავფურცელზე სათაური წერია გამოყვანილი ხელწერით, რაც, ჩვეულებრივ, დამახასიათებელია მხოლოდ თეთრი ავტოგრაფისათვის.
პირველად გამოქვეყნდა 1985 წელს წიგნში, „სად გაექცევი ზამთრის ღამეს.”