ბილიკი სულ ვიწროა...
ბილიკზე ჭიანჭველები დაძვრებიან. მე ფეხებს ფრთხილად ვადგამ: ვცდილობ არ გავჭყლიტო. ერთგან მუხლუხა მიძვრება: კინაღამ გავჭყლიტე. რატომღაც შემეცოდა, “ხომ შეიძლებოდა გამეჭყლიტა”, ვფიქრობ “თუმცა რატომ არ უნდა გამეჭყლიტა, რა მოხდებოდა”, ვამბობ ხმამაღლა და უკან ვიხედები: მუხლუხა საცაა შეძვრება ბალახებში, დაიმალება. მე ვიკუზები, მერე შუა ბილიკზე ვაგდებ და ფეხს ვაჭერ: ვგრძნობ, როგორ იჭყლიტება. “რა სულელი ვარ”. ვფიქრობ. “დიდი რამე, თუ გავჭყლიტე, ყოფილიყო რა”. შემდეგ სტვენას ვიწყებ და ხის კენწეროებს ვუყურებ: ისინი ძალიან მაღლა მიდიან და წყდებიან, მერე იწყება ცა.
[1957 წ. მაისი]
შენიშვნები
არსებობს ამ უთარიღო და უსათაურო ნაწარმოების ორი ავტოგრაფი: შავი (1-2გვ.) და თეთრი(1-2გვ.).
დათარიღებულია ჩემ მიერ შემუშავებული კრიტერიუმის საფუძველზე. მნიშვნელოვანია ასო “ტ”-ს ინტენსიური ხმარება.
ქვეყნდება პირველად.