რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

მე მთვრალი ვარ... 

მე მთვრალი ვარ. ვგრძნობ, რასაც ვაკეთებ და მაინც არა მრცხვენია. ლია ჯერ მეწინააღმდეგება, მერე თვითონაც მკოცნის. ამბობს:
- მთვრალი რომ ხარ, იმიტომ გაპატიებ მხოლოდ, იცოდე!
მე ვიცი ეს და უფრო მაგრა ვკოცნი: მე არც თუ ისე მთვრალი ვარ.

[1957. მაისი]



შენიშვნები



ამ პატარა უსათაურო და უთარიღო ჩანახატის ორი ავტოგრაფი ინახება არქივში: შავი(1გვ.) და თეთრი(1გვ.). დათარიღებულია ჩემ მიერ შემუშავებული კრიტერიუმის საფუძველზე. ინტენსიურად იხმარება ფიგურული ასო “ტ.”
ქვეყნდება პირველად.

??????