რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

მინდება 

კედელზე ჰკიდია შიშველი ქალის სურათი. მაგიდაზე მახორკა ყრია და სიგარეტი აგდია. თეთრი ქაღალდები დაჩხაპნილია ლურჯი ასოებით. კიდეში ლამფა დგას და მორჩა. არა. მაგიდაზე გაბნეული ყრია ასანთის ნამწვავები. ცარიელი კოლოფი არა ჩანს.
ცხელა?
არა.
გრილა.
მე ვზივარ მაგიდასთან და მოშლილ პატეფონს ვუკრავ.
ნელა მინდება რაღაცა. მაჟრიალებს.
მახორკისგან ყელი მეწვის.
მაჟრიალებს.
ვდგები. გავდივარ სამზარეულოში და ცივ წყალსა ვსვამ.
უზომოდ მსიამოვნებს?
არა,
საშუალოდ.
ისევა ვჯდები მაგიდასთან და უფრო მინდება რაღაც.
ისევ წყალი?
არა.
წყალი დავლიე.
გარეთ კი გაზაფხულია და გრილა. ცაზე უწესრიგოდ ირევიან ღრუბლები.

წელი 1957. აპრილის 12.




შენიშვნები



არსებობს მხოლოდ შავი ავტოგრაფი(1-2გვ.), დასათაურებული და დათარიღებული. იხმარება ფიგურული “ტ.”
ქვეყნდება პირველად.

??????