Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

რჩეულიშვილი გურამ
გაზიარება

ცხოვრებაში. აბანოში 

ქოშები ეყარა კუთხეში.
ქოშები მიჰქონდათ კუთხიდან: ძირი ხისა ჰქონდა: ზედ ბრეზენტის ბრტყელი თასმა იყო გადასული.
ქოშებში უყრიდნენ ფეხებს.
ქოშებს იყრიდნენ ფეხებიდან.
ხის ძირები ხვდებოდა ასფალტის იატაკს.
ტკაპუნობდა.
თასმა არ უშვებდა ფეხიდან:
ფეხები იყო შავი უმაზოლოდ, თეთრი უმაზოლოდ და შავი და თეთრი მაზოლებით.
მერე დასდიოდათ წყალი ქოშებს: ცივი, ცხელი და ცივი შეზავებული ცხელთან: გრილი.
ხის ძირები ტკაპუნობდნენ ქვის იატაკზე ორთქლში.
ქოშები იდგმებოდა ძირს პირდაპირ, განზე ცერად და შიგ ცერად.
თასმა ეკიდა თავისუფლად, დაჭიმული და ისე: არც თავისუფლად, არც დაჭიმული. წყალი კი მოდიოდა: ერთ მილში ცხელი, მეორეში ცივი. მერე აზავებდნენ: ქოშებს უმეტესად ნელ-თბილი დასდიოდათ.
მერე ისევ ძირს ეყარნენ ორი ერთად. მათთან შიშველი თხელი, ან შიშველი სქელი, ან შიშველი საშუალო ფეხები იდგა და ქვის ტახტზე გაშხლართულ ფეხებს ხეხდა.
ფეხები იყო გრძელთითება, მოკლეთითება, ათ-ათი. იშვიათად: რვა ან ცხრა ან თერთმეტი. ხან იყო მარტო ხუთი თითი და ერთი ფეხი. მეორე ფეხი მუხლის ქვევით წყდებოდა: მაშინ მექისესთან იდო ერთი ქოში და ორი ყავარჯენი.
ქოშები იყო ხისა.
თასმა ბრეზენტის: ბრტყელი და გამძლე ან სუსტი.
ისმოდა ტკაპუნი.
მერე:
ქოშები ეყარა კუთხეში ან სკამებთან
იდო.
მოდიოდა ახალი ფეხები:
შავი უმაზოლოდ, თეთრი უმაზოლოდ და შავი და თეთრი მაზოლებით.
მერე დასდიოდათ წყალი ქოშებს: ცივი, ცხელი და ცივი, შეზავებული ცხელთან: გრილი.

[1957 წლის მარტი]



შენიშვნები




არქივში ინახება ამ მოთხრობის თუ ჩანახატის როგორც შავი (1-3გვ.), ასევე თეთრი (1-4გვ) ავტოგრაფი, დასათაურებულია მხოლოდ შავი. დათარიღებისათვის მნიშვნელოვანია ასო “ტ”-ს თავისებური გაფორმებაც. ის ამ ნაწარმოების თეთრ ავტოგრაფში გვხვდება შემდეგ სიტყვებში “ასფალტის”, “ხის ძირები ტკაპუნობენ”, “ტახტზე” და სხვ. (იხ. ავტოგრაფების დახასიათებისათვის. ტომი 1). თეთრ ავტოგრაფში თავისებურადაა გაფორმებული ასო “ქ”-ც. ის მსგავსია 1957 წლის 4 მარტით დათარიღებული მოთხრობის ერთ-ერთი სიტყვის ასო “ქ”-სი. თეთრში ყველგან შავი ავტოგრაფის “ტყაპუნობდნენ” შეცვლილია - “ტკაპუნობდნენ”-ით.
მოთხრობის ბოლოს, ფრჩხილებში, მოთავსებულია მინაწერი ფანქრით, “(სერიისათვის)”. 1 სიაში: “ 23. ცხოვრებაში, აბანოში”.
ქვეყნდება პირველად.

??????