ორბელიანი ვახტანგ
გაზიარება

ორი სიზმარი 

I

ვნახე სიზმარი : აღვსულიყავ მას მთას წმიდასა, 
სადაცგალობენ ანგელოზნი ღვთის დიდებასა.
ჩვენი სამშობლო , მშვენიერი ჩვენი ივერი,
მაგრამ ივერი უსულდგმულო, ივერი მკვდარი
გარდაშლილიყო ზღვის კიდემდინ ჩემთ თვალთა წინა
სიცოცხლის ცეცხლი გამქრალიყო მის წიაღს შინა.
მზის სხივნი , უხვად ბრწყინვალენი , მაზედ მნათობდნენ,
მაგეამ უსულოს და გაყინულს ვეღარ ათბობდნენ,
წყალნი ჩდნენე,მაგრამ შემდგარიყო მათ მდინარება,
ყვავილთ და მდელოს აღარ ჰქონდათ თვის მცენარება,
აღარ იძროდნენ ა.არც ხენი,აძარც ნიავი,
ბუნება იყო სრულად მკვდარი, სრულად უძრავი.
ვხედავდიმრავალთმაგარ სადგურთ, ტაძართ დიდებულთ,
მაგრამ შემუსვრილთ , დარღვეულთა და დატოვებულთ.
ეგრეთ უსულო ღემთ თვალთ-წინა დო ივერი,
მაგრამ მტკვარიც კი იყო ტურფა და მშვეიერი.
ეგრეთ ასულსა ტურფას , წმიდას, ახლადმიცვლილსა, 
გულ-ხელ დაკრეფილს, გაციებულს და ფერმიხდილსა
აღარც აცხოვლებს ცა ბრწყინვალე და ქვეყნის შვება,
მაგრამ მის სახეს კვლავ უბრწყინავს თვის შვენება.

II

ვნახე სიზმარი: კვლავ აღვედი მას მთას წმიდასა,
სადაც გალობენ ანგელოზნი ღვთის დიდებასა.
ვხედავდი ივერს , გარდაშლილსა ჩემთ თვალთა წინა,
სიცოცხლის წყაროს გაეღვიძნა მის წიაღს შინა.
მზის სხივნი , უხვად ბრწყინვალენი, მაზედმნათობდნენ
და მის მთა-ბართა და ხეობათ უხვად ათბობდნენ
წყალნი , ნაკადნი ფრიალოთგან , ქუხილით სჩქეფდნენ,
მოკამკამენი მდინარენი ველებზედ რბოდნენ,
ზურმუხტი ველნი და ყვავილნი კაცთ და ბუნებას 
უხვად და მდიდრად უგზავნიდნენ თვის სუნნელებას ,
მაგარნ -სადგურნი და პალატნი, წმინდა ტაძარნი
თვის ნანგრევთაგან დიდებულად იყვნენ ამდგარნი,
მხიარული ხმა წერაქვ - ბართა, საღმრთო ხმა ზართა,
მაღლა შესძახდა განღვიძებულთ მთათა და ბართა,
ვხედავდი ივერს მის ძეთ ხელით, ძლიერის ნებით 
ტურფად მორთულსა მშვენიერის შენობეებით,
ვხედავდი მაღალ ცას ნათელსა დამშვენიერსა,
დაბლა მიწაზედ —ერს მშრომელსა და ბედნიერსა.
გამომეღვიძა . . . . . . . . . . 

??????