სოფლის თავკაცი
არსი ფერადი სიზმრებიდან გამოდის გარეთ.
წვიმს. ცხოველდება ნაზამთრალი მიწის სიზმარი.
ყველას რაღაცა უხარია, ყველას რაღაც იდუმალი ნეტარება აქვს სულში ჩაღვრილი,გარდა სოფლის თავკაცისა.
სოფლის თავკაცი სამაც წელს მიღწეული, ჯან-ღონით სავსე ქალია. ადრე მოურავს ეძახოდნენ, მერე შავქალას,ეხლა სოფლის თავკაცობა დაიმკვიდრა და სოფლის თავკას ეძახიან.
სოფლის თავკაც არ აღელვებს დროთა წარმავლობა. მაგისთვის სულ ერთია ,ბაზაფხული იქნება, თუ ზამთარი.სულ ერთი იმიტომ არის, რომ მაგის ფიქრით: -„სოფელს ზამთარშიც თავკაცობა უნდა და ზაფხულშიც,“-საქმეს კი გაძღოლა უნდა,ხალხს დარიგება.ის უკვე ისე მიიჩვია ხალხის სულში ყოფნას, ბუნების ცვალებადობას ვეღარ ამჩნევს.ვეღარ გრძნობს გაზაფხულის ნელთბილ ჟრუანტელს. ვეღარ აღიქვამს დილის ლიცლიც ცის კაბადონზე.აღარ ათრობს ნაირფერად ბადაპენტილ ყვავილთა სუნთქვა. მარტო წვიმითღა გრძნობს გაზაფხულს.წვიმა სოფლის გზებს ატალახებს.სოფლის თავკაცი ატალახებულ გზაზე მოდის და წვიმაზე ბრაზობს. მერე ლაზარიანთ კალობანზე გადადგებადა-ჯერ საქონელიარ გამოუშვათო,-გადასაძახებს ქვემოთ.
სანამ ჯიელი აყო, სამჯერ მოასწრო გათხოვება.გათხოვება უცნაური იცოდა . მთხოვნელს უარს ვარ ეტყიდა. სოფელმა სამჯერ ბადაუხადა დიდი ქორწილი.ართხელ ჭართლელმა კაცმა წაიყვანა, მეორედ ხანდოელმა, მესამედ მთიულმა.პირველ ქმარს გურო ერქვა, მცხოვრებელი კაცი იყო და ისეთი ქორწილი გადაიხადეს,გაკვირვებული იყო ხალხი. თამადად პოვლიაი ედბა სუფრას. ყოველ სადღეგრძელოს თქმაზე-აქ ჩოხია!აქ ჩოხელები ვართო!-იკვეხნიდა.ისე დათვრა, მაგ ერთი სადღეგრძელო გარდა აღარაფერს იძახდა. მერე ვიღაცამ ნეფიონი ადღეგრძელა.
-მაროსა და გუროს გაუმარჯოს!-მაშინ სოფლის თავკაც მარო ერქვა. პოვლიას ორ ბალღი ჰყავდა იმ ხანად, ერთს მარო ერქვა,მეორეს ბურო.
-მადლობელი ვარ, ჩემი ბალღები რო ადღეგრძელეთ,-სამადლობელო დალია პოვლიამ.ამის თქმაზე ისე გამხიარულდა სუფრა, ხანდომდე სულ სიცილით ჩააცილა მაყრიონმა მარო.
1. მეორე დღეს ქალის მაყრები ხანდოდან წამოვიდნენ.მარომ ჭრელი წინდები
2.ჩამოურიგა ყველას.
3. არაფრით არ გაიკარა ლოგინში ქმარი.ბალიშის ქვეშ ხანჯალს დაიდებდა და ისე ეძინა.ერთი თვე ამ ყოფით გაავლივა და გამოიქცა მერე, თავის სოფელში ამოვიდა.
4.არც მეორე ქმართან დაწოლილა.
5. მესამე ქმარსაც ქალწული გამოექცა. ასე ეგონა, თავისთავს დაჰკარგავდა სხვებთან ყოფნით. როგორცკი სიქალწულეში შეაბიჯა,როცა მის სხეულში ჩასახლებულა იდუმალმა ვნებამ სული აუფორიაქა, იქედან გაუჩნდა გაორების გრძნობა.ერთი ყოველთვის გარეთ მიილტვოდა და მის გარეთ არსებულ საგნებში გაფანტვას ლამობდა, ხოლო მეორე თვის თავში ღრმავლებოდა და გარეთ მყოფ საგნებს შინ მოუხმობდა. ეგონა, სიქალწულის დაკარგვით დაკარგავდა მასში გაორებული ერთ არსებას და აი უკვე მესამე გაზაფხულია, თავის თავის ერთგული დააბიჯებს საკუთარ სოფელში.
6. სოფლის მოედანზე შვეულფრენი დაჯდა იქითკენ წავიდა სოფლის თავკაციც.
7. მთელი ერთი თვე მუშაობდნენ გუდამაყრის ხეობაში თბილისიდან ჩამოსული გზის დამპროეკტებლები. იკლევდნენ ნიადაგის მდგომარეობას. თავიდან არავის ეუბნებოდნენ თავის განზრახვის საიდუმლოებას. ყოველ ათ მეტრზე ხის პალოებს უცემდნენ თავისი ნომრებით. რამდენიმე ასეთი პალო ზედ შუა სოფელშიც ჩაურჭვეს. ვის ეზოშიც ასეთი პალო იყო, ის ცოტა გულგაამაყებული დადიოდა. რაღაც სადიადეს მატებდა იმათ ყოფას ეს უცნაური პალო, თავისი ნომრით. ზოგიერთი,ვის ეზოშიც ასეთი პალო ერ ჩაურჭვეს, კიდევაც შეეხვეწა დამპროექტებელს,ჩემ ეზიშიც ჩაურჭვეო. ბოლოს როგორღაც, ერთმანეთის ჯიბრით, ყველამ მოახერხა თავის ეზიში ერთი ესეთი პალოს ჩაცემა. არავინ კი არ იცოდა, რას ნიშნავს ეს უცნაური ხე. ნომერი ჰქონდა და უცხო იყო, მეტი მათ არაფერი არ უნდოდათ. ბოლოს საკუთარ ნომრად გაიხადეს პალოს ნომრები.
8. ბერი№196-ე იყო.
9. ჯღუნაი№199-ე
10. სხვებსაც თავ-თავისი ნომრები ჰქონდათ. ყველას თავი მოჰქონდა, რომ მის ეზოში მთავრობის პალო იყო დარჭობილი.
11.სოფლის თავკაცმა საიდანღაც გაიგო, რომ ეს უცხო ხალხი რკინიგზის ხაზს აპროექტებდა
12.გუდამაყრის ხეობაზე და ეს ნომრიანი პალოები იმისთვის დაუცეს, რომ სადაც ისინია,
13.რკინიგზაც ასე უნდა გავიდეს.
14. წუხელ მთელი ღამე იმუშავა. ეზოებში ჩაცმული პალოები მოაძრო და მთვარიანში სოფლის ბოლოზე დააპროექტა რკინიგზა.
15. ეხლა სოფლის მოედანზე მიდის. იქ დიდი ყაყანია გამართული. ცალკე გზის დამპროექტებლები ბაზრობენ,
16.ცალკე პალოების პატრონები.
17. სოფლის თავკაცი ნელი ნაბიჯით მიდის მათკენ და ვერა გრძნობს, რომ ირგვლივ გაზაფხულია.ის ახლა თავისი პროექტის სისწორეზე ფიქრობს და მოედნისაკენ მიმავალს რატომღაც ჰგონია, რომ მიუხედავად თავისი სიქალწულის ერთგულებისა, მაინც რაღაც დიდი
18.დაკარგა საკუთარ არსებაში. ამდენხანს ვერცკი მიხვდა, სად და როგორ გაანაწილა საკუთარი
19.თავი . ვერ მიხვდა, როგორ ნებ-ნება გაატანა ის აქედან გათხვილ ქალებს. სამარეში დამარხულ ქალებს სამარეში დამარხულ თანასოფლელებს და ამ სოფელში არსებულ ყველა საგანს. ის ახლა სოფლის მოედანზე აყაყანებული ხალხისაკენ მიდის, რომ თავისი პროექტის სისწორე დაუმტკიცოს. ის ახლა არ ფიქრობს, რომ ირგვლივ გაზაფხულია...
20. რომ იღვიძებს მიწა!
21. არსი ფერადი სიზმრებიდან გამოდის გარეთ,
22. რომ ცხოველდება ნაზამთრალი მიწის სიზმარი...
23. რომ ეს მისი მესამოცე გაზაფხულია.
24. ის მხოლოდ წვიმის წვეთებს გრძნობს დაღარული შუბლზე და ნელა უახლოვდება სოფლის
25.მოედანს.