ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * ეჩვევი უმიზნო ხეტიალს ექსკლიუზივი

ეჩვევი უმიზნო ხეტიალს,
უმატე უზომო სმას...
პოეტის სურვილი ერთია:
ტკივილი აშოროს სხვას!
რამდენი უბრალო მოკვდავი
წყლულებზე გიმატებს წყლულს...
არადა გაგება ოდნავი -
ყველასგან გულწრფელად გსურს!
ტირიან დამზრალი კვირტები,
პირქუში ნისლია წინ...
ცოცხალი არავის ჭირდები,
მოკვდები - გახსენებს ვინ?!
ნამდვილი მორწმუნე ზოგია,
მრავალი - ივიწყებს ღმერთს...
პოეტად გაჩენას ჯობია:
ქარიშხალს უშვერდე მკერდს!
ეჩვევი უმიზნო ხეტიალს,
უმატე უზომო სმას...
პოეტის სურვილი ერთია:
ტკივილი აშოროს სხვას!!!

??????