ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * მკვეთრი ჰოი, ალებით ექსკლიუზივი

მკვეთრი ჰოი, ალებით
გააოცა ცამ ბახი.
თეთრი როიალებით
მოცელილა ზამბახი.
როგორც იქნა გათენდა,
რვაა, განა შვიდია.
მოელვარე ათენთან
ზღვაა, პანაშვიდია.
ჰოი ცხელო აზია,
მომაგონე შენ დელი.
შემოდგომა ნაზია ,
ზმანებაა ჰენდელი.
მკვეთრი ჰოი, ალებით
გააოცა ცამ ბახი.
თეთრი როიალები
დათოვლილან ზამბახით.

??????