* * * მახე დრო-ჟამს ყველგან გვიგია ექსკლიუზივი
შენს ნამდვილ ტკივილს ჩემიც დაერთო!
მხოლოდ ერთი რამ ვერ გამიგია:
რას წარმოვადგენ, ვინ ვარ საერთოდ?
ცაზე ძლივს ძლივს მოჩანს მზე ფერმიხდილი,
აღარ ვაგრძელებ... მინდა ერთი ვთქვა:
ფეხებს ვერ მომჭამს თავად სიკვდილი,
მაგრამ მტვრად მაქცევს მსგავსი შეკითხვა!