ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * სისხლით მორწყული დროება დადგა ექსკლიუზივი

სისხლით მორწყული დროება დადგა,
სისხლში ცურავენ მთები...
უნდა სათქმელი მოვასწრო, რადგან
ოცი წლის შემდეგ ვკვდები!
მიდის ჯვარცმული ცხოვრება მდორედ,
ტანჯვით მოვედი დღემდე...
ჩემი გოდება ისმინე, თორემ
ვკვდები ოცი წლის შემდეგ!
...იღბალს ნურასდროს შეხედავ ზედაც,
ცრემლი შეიშრე ლოცვით...
თვითნ სიკვდილსაც უტირებ დედას,
წელი რომ გავა ოცი!!!

??????