ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * მომსწრე არაერთხელ ხომ ხართ ექსკლიუზივი

მომსწრე არაერთხელ ხომ ხართ,
არსად შემიხრია წარბი!
თუკი დაკრძალვის დღეს მოხვალთ,
ცრემლი შეიმშრალეთ ყალბი:
ჰოდა, სინანულით თქვი, რომ
აღარ შემაშველეთ ხელი...
რატომ აღარ გვახსოვს ვითომ,
ჭირში თანადგომა ძველი!
ანდა რას გიშველის ლოცვა:
თუნდაც ჭეშმარიტი, ნაღდი;
გულთან აღარ მიგვაქვს როცა
მოძმის უსაშველო დარდი!
როცა ჟამი დგება მწუხრის,
ქვეყნად ნუგეშია ერთი:
უნდა უფრო გვწამდეს უფლის,
გვწამდეს, დაგვიფარავს ღმერთი!
ხოლო ღვთით ნაკურთხი რწმენა
გვიხსნის ბოროტისგან ისევ!
ჭირთა უნდა შევძლო თმენა,
გული გულისათვის მივცეთ!
ვიცი, დაკრძალვის დროს მოხალთ,
ცრემლიც დამეფრქვევა ყალბი...
მომსწრე არაერთხელ ხომ ხართ,
არსად შემიხრია წარბი!

??????