ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * მძიმე ჯვარი მოთმინებით, მართლა ვზიდე ექსკლიუზივი

მძიმე ჯვარი მოთმინებით, მართლა ვზიდე,
ლექსიც მხოლოდ გულის სისხლით ვწერე!
რაღაც ორი პარასკევი დამრჩა კიდევ,
თქვენს სიმშვიდეს ვინ დაარღვევს მერე...
დრო იცვალა. ყველაფერი გაქრა წამში.
დრე მზიანი მიღამდება შავად...
თქვენი ტანჯვაც დამთავრდება ცოტა ხანში:
ბოლო გზაზე ჩემი ფეხით წავალ!

??????