ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * ჩაესვენება, ჩავა მზე ბევრის ექსკლიუზივი

ჩაესვენება, ჩავა მზე ბევრის,
ჩამავალია ჩემი მზეც, ვხედავ.
მოსვლა ყოველი ოცი თებერვლის,
ყველა სატკივარს მავიწყებს, დედა!
ვქრები. თვალებშიც ქრება სინათლე.
რამხელა დარდი ყოფილხარ მართლა...
ალბათ მიხვდები, რასაც ვინატრებ:
ცოცხალი მყავდე ნეტავი ახლა!
...ცხადში, სიზმარშიც ჩემზე ფიქრობდა...
დგება, როდესაც თებერვლის ოცი:
ტკივილს განვიცდი ისეთს, თთქოსდა,
მხურვალე შანთით მომგლიჯეს ხორცი!

??????