ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * გამიგებთ? - ესაა თქვენი ნება - ექსკლიუზივი

გამიგებთ? - ესაა თქვენი ნება -
გამწირავთ? - შევრჩები ქარაშოტებს...
არცერთი თქვენგანის წყენინება:
ფიქრადაც მომსვლია არასოდეს!
ნუგეში იმხელა მადლი არი,
ენთები ღვთიური ნეტარებით...
გულიც რომ მატკინოთ დარდიანი:
მიყვარდით! მიყვარხართ! მეყვარებით!

??????