ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * მორჩა ზღაპარი... ასე ამრიგად ექსკლიუზივი

მორჩა ზღაპარი... ასე ამრიგად
ამას არავინ მალავს...
ბედმა მომშხამა, მომსპო, გამრიყა,
კიდევ თავს ვატან ძალას!
მარადიული გულში ქარი ქრის,
ჯვარიც ბოლომდე ვზიდე...
იქნებ გაღვივდეს ცეცხლი მიმქრალი,
თავს ძალას ვატან კიდევ!
ქვეყნად არცერთი თანამზრახხველი,
აღარც ერთგული საძმო...
ასე წვალებით დღემდე გავძელი,
აწი როგორღა გავძლო?!

??????