* * * ყოფილა არც ისე ადვილი ექსკლიუზივი
წარსული გახსოვდეს ყველგან...
თქვენს გულში არა მაქვს ადგილი,
მშვიდობით, მივდივარ თქვენგან!
რას იზამ, ბედი მაქვს ასეთი,
სიკეთე როდისღა ვნახო...
ჩემს გამო ცრემლს დაღვრის არცერთი
თქვენგანი, კეთილო ხალხო!
დრო მიდის... არც რამე მეშველა...
ერთმანეთს ვშორდებით წყნარად!
აღარ მსურს სიცოცხლე... თქვენ ყველა:
უფალმა დაგლოცოთ მარად!!!