ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * ნიავი გირხევდა კულულებს ქერათმის ექსკლიუზივი

ნიავი გირხევდა კულულებს ქერათმის,
გულისპირს გიხსნიდა მორცხვად.
ღვთისმშობლის ხატებთან იდექი კელაპტრით,
ჩურჩულით ამბობდი ლოცვას.
ანგელოზ-უფალი გიქებდა ქალობას,
ღვთაებრივ დედოფალს ქალთა.
გესმოდა სამოთხის ჩიტების გალობად
გუგუნი ქაშვეთის ზართა.
ნერვივით გითრთოდა სხეული, ვამჩნევდი,
ცრემლებიც შეგნიშნე თვალზე...
იწვოდა გუმბათი ბებერი ქაშვეთის
ვარსკვლავთა კოცონის ალზე.
ფერია მეფონე ჩაცმული შავებშ,
ფერია, ოცნების ბაღის.
ესვენა ღვთისმშობლის თოვლივით მკლავებში:
იესო, პატარა ბალღი.
მუხლებზე დაეცი ფრესკებთან ანაზდად,
ვითარცა ირემი მოლზე.
მადონა ფაზისის ცასავით განაზდა
ფერმკრთალი სანთლების ფონზე.
გარშემო აკლდემის სიჩუმე დამკვიდრდა,
ნელნელა ინათა გარეთ.
ნელნელა ზეცაზე მონასტრის სარკმლიდან
მოჩანდა ნამგალი მთვარე.

??????