ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * ქარბუქი ქშინავს ორთქმავლის მსგავსად ექსკლიუზივი

ქარბუქი ქშინავს ორთქმავლის მსგავსად,
ორთქმავლის მსგავსად ქარბუქი ქშინავს.
მცირედი ჩქამიც მოისმის არსად,
უღრმესი ძილით სამყაროს ძინავს.
წვიმისგან გზაზე დამდგარა ტბორი,
მსუბუქი ნისლი დაცურავს მთებში.
ნამგალა მთვარე ღრუბელთა შორის
ფართხალებს, როგორც სილაში თევზი.
კლავს არსაიდან არცერთი ჩქამი,
უცებ გამეფდა სიბნელე ირგვლივ.
საოცრად გვანან ლანდები ღამის -
ზღვიდან ბაჯბაჯით ამოსულ პინგვინს.
ნათლისმცემელო, მარტო ვარ ახლაც,
ასეთ ამინდში მივდივარ ჩემთვის...
მოვითხოვ შუბლზე დამბაჩის დახლას,
მაგრამ დამბაჩას არავინ მესვრის.
არადა, სიკვდილს ჩემივე ხელით,
სიმხდალის გამო ვერასდროს შევძლებ.
სანამდის უნდა მდიოდეს ცრემლი,
როდემდის ვიცე მუშტები მკერდზე.
საშველი უკვე არაა არსად,
ლოგინის ნაცვლად კუბოში მძინავს.
ქარბუქი ქშინავს ორთქმავლის მსგავსად,
ორთქმავლის მსგავსად ქარბუქი ქშინავს.

??????