ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * ზოგჯერ მართლა მგონია, რომ ექსკლიუზივი

ზოგჯერ მართლა მგონია, რომ
თავს დავკარგავ სრულებით.
აღმა-დაღმა ვბორიალობ:
მოუურჩენელ წყლულებით...
რომ ვერაფერ სახეიროს
ვერ შევქმნიდი, ვიცოდი.
უფალს უნდა ასეიროს
მტრები, ჩემი სიცოდვით.
ახლა ვეღარ თანამიგრძნობს
საკუთარი გამზრდელიც.
ღვთისმშობელო, კმარა, ვინძლო:
მარტოობა ამდენი.
თუმცა შენგან დახმარებას,
ვიცი! ჯვარი სწერია...
მორჩა, ჩემი გახარება,
ალბათ, უკვე ძნელია!
აღმა-დაღმა ვბორიალობ:
მოურჩენელ წყლულებით.
ზოგჯერ მართლა მგონია, რომ
თავს დავკარგავ სრულებით.

??????