ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * ქარში მიაქვთ მოყვითალო კუბოები ექსკლიუზივი

ქარში მიაქვთ მოყვითალო კუბოები,
შემზარავი გუგუნი აქვთ ზარებს.
ზღვა ფიქრები - თემურ ლენგის ურდოები,
გულს მოადგნენ, ვით თბილისის კარებს...
გზაზე ბინდი როგორ უცებ დაგეწია,
თვით ცხოვრება ტანჯვად როგორ იქცა.
ვინ გაიგო ქვეყნად შენი ტრაგედია,
ქვეყანაზე - თქვი ნუგეში ვინ გცა...
ზღვა ფიქრები - თემურ ლენგის ურდოები,
გულს მოადგნენ, ვით თბილისის კარებს.
ქარში მიაქვთ მოყვითალო კუბოები,
შემზარავი გუგუნი აქვთ ზარებს.

??????