ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * საგრძნობია გარეთ სითბო ექსკლიუზივი

საგრძნობია გარეთ სითბო,
გაზაფხულდა, ეკა!
ქაშუეთის ზარებს თვითონ
მამაღმერთი რეკავს.
მზე ანათებს ვერცხლისფერად
მოელვარე გუმბათს.
ასე ტკბილი, მთებს სიმღერა
არასოდეს უთქვამს!
კვირტთა სკდომა ეპარება
საადრეო ატმებს.
ეკა, ასეთ ნეტარებას
განიცდიდი სადმე?
უკვდავების მართლა მჯერა,
ჰქრის მსუბუქი სიო.
ანგელოსის ადგას მზერა:
მამადავითს, სიონს.
ღმერთს ვავედრებ ცას დიდებულს,
საარაკოს მართლაც.
ჰგავს თბილისი აზვირთებულ
ოკეანის ტალღას.
ქაშუეთის ზარებს თვითონ
მამაღმერთ რეკავს.
საგრძნობია გარეთ სითბო,
გაზაფხულდა, ეკა!

??????