ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * სიონში ბრინჯაოს შანდლით ექსკლიუზივი

სიონში ბრინჯაოს შანდლით
განათდა ეკვდერის ნიში.
იესო მაცხოვრის მადლით
მეფეებს განდევნის ქიში.
ივნისში ქაიროს მეჩეთს
ათოვდა ლოდინის განცდა.
ცისფერი ხომალდი მეჩეჩს
ბოსფორის სრუტეში გაცდა.
უცნება კაბადონს უვლის -
ალუბლის ფოთოლი ნედლი
ვარდისფერ კარებთან ლუვრის
ლოდინმა დაადნო ეტლი.
იელვა მიზგითის კართან
სოველმა ქუთუთომ პალმის.
ელისეს მინდვრების გარდა
შფოთავენ სავანე პარმის.
მაისის ფერადი თქეში
ცრემლია ლიმონთა რიგის.
სეირნობს ბულონის ტყეში
მუსიკა ედუარდ გრიგის.

??????