* * * რა აცივებდა, ბედად ექსკლიუზივი
მაშინ დაიწყება წვიმაც.
გულთან ჩემს ტკივილზე მეტად
შენი სატკივარი მიმაქვს...
მალე დამივიწყა ყველამ,
დამრჩა აღარავინ გვერდით.
უფრო შენი ბედით ვღელავ,
ვიდრე საკუთარი ბედით.
უნდა უნუგეშოდ ვიდგე,
როცა გრიგალია გარეთ.
შენი უფრო მტკივა, ვიდრე
ჩემი ტკივილები მწარე...
როცა აცივდება, ბედად,
მაშინ დაიწყება წვიმაც.
გულთან ჩემს ტკივილზე მეტად
შენი სატკივარი მიმაქვს...