ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * წვიმს უკვე თითქმის მთელი კვირაა ექსკლიუზივი

წვიმს უკვე თითქმის მთელი კვირაა,
წყალში ცალ ფეხზე თვლემენ ყანჩები.
ტანჯვის მიზეზი ერთხელ თქვი რაა,
თორემ შენს ტანჯვით მეც ვიტანჯები.
მაგრამ მიცქერი მაინც იჭვით, თან
ამბობ: ოდესღაც გულში მზე მენთო.
ხოლო დღეს მართლა რაღა მიჭირდა,
ტანჯვის მიზეზის თქმა რომ შემეძლოს...

??????