* * * დრომ ბევრი რამე აქცია ზღაპრად ექსკლიუზივი
დრომ ბევრი რამე აქცია ზღაპრად,
ცხოვრება მიდის ძველი გზით, მდორედ.
ვერ მამჩნევთ, თორემ ყველაზე მძაფრად.
ჩემს მარტოობას მაშინ ვგრძნობ სწორედ:
როდესაც სადმე თავს ვიყრით ერთად...
(თქვენ ამის მიზეზს ნურასდროს მკითხავთ).
ერთს გეტყვით: თქვენი იმედი ქვეყნად -
მაქვს! მქონდა! კვლავაც მექნება დიდხანს!